X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის მინისტრი 157-ე სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა

3 ივნისი 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის 157-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. შეხვედრა სკოლის რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესს შეეხებოდა.

ამ ეტაპზე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სკოლაში რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

მინისტრის განცხადებით, უკვე დაწყებულია სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი.

რევაზ სოხაძემ განუმარტა მშობლებსა და პედაგოგებს, რომ როგორც პროექტის გადაცემა, ისე სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის მომზადება და ახალი ტენდერის გამოცხადება გარკვეულ დროს საჭიროებს. თუმცა, სამინისტრო მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა რეაბილიტაცია განხორციელდეს გონივრულ ვადებში, ხარისხიანად და პროცესის გაჭიანურების გარეშე.

შეხვედრას, რევაზ სოხაძესთან ერთად, ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ნიკოლოზ ელისაშვილი პარლამენტის წევრი და დავით ხაბეიშვილი ისნის რაიონის გამგებელი.